Warning: fopen(/home2/skaladze/public_html/t3-assets/8996e6489283ded3c537902abe0d23adtxt) [function.fopen]: failed to open stream: Disk quota exceeded in /home2/skaladze/public_html/plugins/system/jat3/core/head.php on line 427
რა არის ბიბლია

რა არის ბიბლია

 

                

    რა არის ბიბლია 

ბიბლია: წიგნნების კრებული 

სიტყვაBibiliaბერძნული სიტყვაავივლიადა ნიშნავსწიგნებს”. ბიბლია შედგება 66 წიგნისაგან, ის გაყოფილია ორ ნაწილად ძველი აღთქმა, რომელიც 39 წიგნისაგან შედგება და ახალი აღთქმა, რომელიც 27 წიგნისაგან შედგება. აგრეთვე არის დამატებითი წიგნები, რომლებსაც არაკანონიკური აპოკრიფა ეწოდება, რაც ბერძნულად დაფარულს ანუ დამალულს ნიშნავს.

 

 

      ბიბლიის ავტორი  

ბიბლია არის წიგნთა წიგნი, ქრისტიანობის წმინდა წიგნი. ეს არის ღმერთის სიტყვა ჩვენთვის მოცემული მისი რჩეული მაცნეების მიერ. ორმოცზე მეტმა სხვადასხვა  ადამიანმა დაწერა ბიბლიის სხვადასხვა წიგნები 1500-ზე მეტი წლის განმავლობაში. გამოყენებული ავტორები იყვნენ მწერლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა პირობებისა და სოციალური პოზიციის წარმომადგენლები: მეფეები, როგორიცაა დავითი და სოლომონი; წინასწარმეტყველები, როგორც ესაია და ეზეკიელი, მათემებაჟე, ლუკაექიმი და პავლემოწაფე.  უშუალო ავტორი ბიბლიისა კი თავად ღმერთია, სხვადასხვა ადამიანების გამოყენებით სხვადასხვა დროს.

 

 

   ბიბლიის ორიგინალური ენები და დამწერლობა  

ძველი აღთქმის დროს წმინდა წერილის თვითოეული გვერდი ხშირად შეერთებული იყო ერთმანეთან კიდის ნაწილენით და იხვეოდა როგორც გრაგნილი.  ახალი აღთქმის დროს კი, დაიწყეს გვერდების აკინძვა ერთმანეთთან ისე, როგორც გვაქვს დღევანდელ დღეს.

ორი ძირითადი ოროგონალური ენა ბიბლიისა იყო ებრაული და ბერძნული. ძველი აღთქმა უფრო მეტად ებრაულით იყო დაწერილი, ხოლო ნაწილი წიგნებისა არამეულად.  ებრაული ანბანი 22 თანხმოვნისაგან შედგება და არც ერთი ხმოვნისაგან, ის იკითხება მარჯვნიდან მარცხნით და არა პირიქით.   ახალი აღთქმა დაწერილი იყო ძველი ბერძნულით. ბერძნული შედგებოდა 24 ასოსაგან რომლითაც ლაპარაკობდა რომის იმპერია პირველ და მეორე  საუკუნეში  . . აღრიცხვის შემდეგ.

 

 

      ბიბლიის თემა

 ბიბლიის მთავარი თემაა ცოდვილი კაცობრიობის ხსნა. ძველი აღთქმა აგვიღწერს ღმერთის რჩეული ხალხის ებრაელი ერის ურთიერთობას  ღმერთთან, მის მიმართ

დაუმორჩილებლობის  პრობლემას და ამ პრობლემიდან ღმერთიის მიერ მომზადებული გამოსავლის ხორცშესხმას მისი მხოლოდშობილი ძის, მესიის ანუ მხსნელის მეშვეობით.

 ახალი აღთქმა აგვიღწერს ღმერთის გადარჩენის გეგმის შესრულებას, თავის ძე იესო ქრისტეში, რომელიც ქრისტიანების რწმენით არის მხსნელიმესია; მის ცხოვრებას, სიკვდილს, აღდგომას, განდიდებას და ღმერთის მიერ დახსნილი ხალხისეკლესიის ზრდას.  

You are here ბიბლიის შესახებ რა არის ბიბლია